Lifestyle & Food კონტენტ კრეატორი · მედია კიტი

ლიკა კაკალაშვილი

ვქმნი ავთენტურ და ესთეტიკურ კონტენტს, რომელიც აუდიტორიის ნდობას იმსახურებს და ბრენდებს დასამახსოვრებელს ხდის.

ლიკა კაკალაშვილი
ვისთვის

ვისთან ვთანამშრომლობ?

ჩემი აუდიტორია დაინტერესებულია ყოველდღიური ესთეტიკით, ხარისხიანი პროდუქტებითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. ვმუშაობ შემდეგ მიმართულებებთან:

🍽️ კულინარია & საკვები პროდუქტები (FMCG) 💄 თავის მოვლა & სილამაზე 👗 მოდა & აქსესუარები 🏡 სახლი & ლაიფსთაილი 💪 ფიტნესი & ჯანსაღი ცხოვრება 📱 ციფრული სერვისები & აპლიკაციები
რჩეული

პორტფოლიო და რჩეული კონტენტი

ყველაზე მაღალი ჩართულობისა (Engagement) და ორგანული წვდომის მქონე პუბლიკაციები. ნახეთ კონტენტი, რომელმაც აუდიტორიის ყველაზე დიდი ინტერესი დაიმსახურა.

ფასები

მომსახურების სარეკლამო პაკეტები

3 განსხვავებული ფორმატი, რომელიც მორგებულია თქვენი ბრენდის მიზნებსა და ბიუჯეტზე.

ბაზისური

Stories პროდუქტის სწრაფი პოზიციონირება სთორიში

299 ₾
  • 2–3 სთორი პროდუქტის ფოტოთი ან მოკლე ვიდეოთი
  • დამუშავებული, ესთეტიკური ვიზუალი
  • 24 საათი აქტიური, შემდეგ ინახება Highlights-ში
ხანგრძლივობა თითო 15 წმ
შენახვა Highlights-ში
პრემიუმ

Signature ინდივიდუალური, პერსონალური ვიდეო თქვენი ბრენდისთვის

1199 ₾
  • ინდივიდუალური, პერსონალური ვიდეო (45–90 წმ)
  • სრული კრეატიული კონცეფცია თქვენი ბრენდისთვის
  • კომპლექსური მონტაჟი და საავტორო ხელწერა
ხანგრძლივობა 45–90 წმ
პროფილზე 1 წელი

დამატებითი ოფციები

საავტორო და სარეკლამო უფლება (Usage Rights) 490 ₾

გსურთ ვიდეო თქვენს კამპანიებში გამოიყენოთ? შეიძინეთ კონტენტის სარეკლამო ლიცენზია: ბრენდს გადაეცემა ვიდეოს (UGC) ორიგინალი ფაილი სრული უფლებით, განათავსოს საკუთარ სოციალურ ქსელებში და ჩართოს ფასიან (სპონსორული) რეკლამაში 3 თვის განმავლობაში.

ბარტერული თანამშრომლობა 299 ₾-დან

ბარტერი შესაძლებელია, თუ პროდუქტის ღირებულება შეესაბამება ჩემი მომსახურების ღირებულებას. თუ პროდუქტი ნაკლებად ღირს — ემატება მხოლოდ 299 ₾ და მოიცავს: 1 რილი (60–80 წმ) + 1–2 სთორი.

პროცესი

როგორ ვმუშაობთ ერთად?

სამი მარტივი ნაბიჯი — პირველი კონტაქტიდან კონტენტის გამოქვეყნებამდე.

01

ბრიფი და სტრატეგია

მომწერეთ თქვენი ბრენდისა და პროდუქტის შესახებ — რა არის მთავარი გზავნილი და რა მოლოდინები გაქვთ კამპანიისგან.

02

გადაღება და მონტაჟი

პროდუქტის მიღების შემდეგ ვამუშავებ კრეატიულ კონცეფციას და ვიღებ ვიდეოს ჩემი ავთენტური, საავტორო ხელწერით.

03

გამოქვეყნება

დამტკიცებული კონტენტი ქვეყნდება ჩემს სოციალურ არხებზე შეთანხმებულ დროს, ბრენდი კი იღებს მაქსიმალურ ხილვადობასა და ახალ მომხმარებლებს.

პირობები

თანამშრომლობის წესები და პირობები

გამჭვირვალე სამუშაო პროცესი, რათა ყველა დეტალი წინასწარ იყოს შეთანხმებული.

01

ანგარიშსწორება

50% წინასწარ, დარჩენილი 50% გამოქვეყნებამდე.

02

შესრულების ვადა

გამოქვეყნება პროდუქტის მიღებიდან 5–7 სამუშაო დღეში.

03

ჩასწორება

ყველა პაკეტში შედის 1–2 რევიზია.

04

TikTok-ზე განთავსება

ინსტაგრამის გარდა TikTok-ზე დამატებით განთავსება ხდება ცალკე ფასით.

05

კრეატიული კონტროლი

მომსახურება გულისხმობს კლიენტის პროდუქტის ესთეტიკურ წარმოჩენას. თუმცა, ვიდეოს სტილზე, ფორმატსა და უშუალო შინაარსზე (Storytelling) საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კრეატორი. ეს მიდგომა უზრუნველყოფს კონტენტის ავთენტურობას, რასაც საბოლოოდ მოაქვს საუკეთესო მარკეტინგული შედეგი ბრენდისთვის.

კითხვები

ხშირად დასმული კითხვები

რა ვადაში პასუხობთ შემოთავაზებებს?
ვცდილობ, ყველა შემოსულ შეტყობინებას 24 საათის განმავლობაში ვუპასუხო. კომუნიკაცია გაცილებით სწრაფი და ეფექტური იქნება, თუ ელ-ფოსტაზე პირდაპირ გამომიგზავნით მოკლე ბრიფს პროდუქტისა და თქვენი მიზნების შესახებ.
რას ნიშნავს "კრეატიული კონტროლი კრეატორთანაა"?
ჩემი აუდიტორია კარგად იცნობს ჩემს სტილს და პოზიტიურად რეაგირებს მხოლოდ ავთენტურ კონტენტზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ბრენდი ვიდეოს ცენტრში იქნება, მაგრამ სცენარს, კადრის კუთხესა და ზოგად ნარატივს თავად ვგეგმავ, რათა ვიდეო არ გავდეს მშრალ, ტრადიციულ რეკლამას.
შეუძლია თუ არა ბრენდს კონტენტის ჩასწორება?
რა თქმა უნდა. ბრენდი ვიდეოს გამოქვეყნებამდე ეცნობა და აქვს 1 ტექნიკური შესწორების უფლება (მაგალითად: ფასის დაზუსტება, პროდუქტის სახელის კორექცია). რადიკალური ცვლილებები (სცენარის სრულად გადაკეთება, თავიდან გადაღება) დამატებით ანაზღაურებას მოითხოვს.
რა არის სარეკლამო უფლება (Usage Rights)?
თუ გსურთ, რომ ჩემს მიერ გადაღებული ვიდეო ატვირთოთ თქვენს ინსტაგრამ/ტიკტოკ გვერდზე ან დაასპონსოროთ (Meta Ads), ამისთვის დაგჭირდებათ სარეკლამო უფლების შეძენა. ამ ლიცენზიის გარეშე, ვიდეოს გამოქვეყნება ხდება მხოლოდ ჩემს პირად პროფილზე. ამ ფუნქციის გარეშე ვიდეო მხოლოდ ჩემს პროფილზე რჩება.
იღებთ თუ არა ბარტერულ შეთავაზებებს?
დიახ, ბარტერი შესაძლებელია, თუ შემოთავაზებული პროდუქტი ან სერვისი რელევანტურია ჩემი აუდიტორიისთვის და მისი ღირებულება შეესაბამება ჩემი მომსახურების პაკეტის ფასს.
მოდი, ვითანამშრომლოთ

შევქმნათ ერთად საინტერესო და დასამახსოვრებელი ციფრული კამპანია.

დაინტერესდით კოლაბორაციით? მომწერეთ მოკლე ინფორმაცია თქვენი ბრენდის შესახებ და დაგიბრუნდებით 24 საათში.